შეკვეთილში, ივანიშვილის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე,  შიმშილობის აქციის ერთ-ერთი მონაწილე საავადმყოფოში გადაიყვანეს

შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, შიმშილობის აქციის ერთ-ერთი მონაწილე შეუძლოდ გახდა. მარად შავაძე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა სტაბილურია.

„112 -ის ბრიგადამ შემოიყვანა მამაკაცი. მას უტარდება სათანადო გამოკვლევები. მისი მდგომარეობა სტაბილურია”, - განაცხადა ფოთის ჰოსპიტალის დირექტორმა თეა მიგინეიშვილმა.

შეგახსენებთ, ბიძინა ივანიშვილის სახლის მიმდებარედ შიმშილობის აქცია მე-12 დღეა მიმდინარეობს. ისინი შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა