„გრინვეი საქართველო“ საზაფხულო კამპანიას კახეთიდან იწყებს

სს „გრინვეი საქართველო“ საზაფხულო კამპანიას კახეთიდან იწყებს. კამპანის ფარგლებში, კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ებიტაშვილმა და ყვარელის მუნიციპალიტეტის მერმა როსტომ სესიაშვილმა „გრინვეი საქართველოს” ყვარლის ტექნიკური ინსპექტირების ცენტრი დაათვალიერეს. ისინი ადგილზე გაეცნენ და შეაფასეს ავტომობილების სავალდებულო ტექნიკური დათვალიერების სამუშაო პროცესი.

კომპანიის გენერალური დირექტორის ვახტან ებიტაშვილის განცხადებით, „გრინვეი საქართველო“ ზაფხულის კამპანიის ფარგლებში საქართველოს 16 ადგილობრივ მუნიციპალიტეტში მოსახლეობას ორთვიან სტაჟირების საშუალებას აძლევს, სადაც ინტენსიური გადამზადების ფარგლებში სტაჟიორები შეისწავლიან ინსპექტირების ძირითად სტანდარტებსა და პრინციპებს. ასევე, მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას ტექნიკური ინსპექტირების დარგში მოქმედი კანონმდებლობისა და რეგულაციების შესახებ.

„ყვარელში „გრინვეი საქართველოს“ ცენტრს ვესტუმრეთ და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად სამუშაო პროცესს გავეცანით. ასევე მივაწოდეთ ინფორმაცია, ძალიან მნიშვნელოვან სიახლეზე, რომ მოსახლეობისთვის დაიწყო უფასო სტაჟირების პროგრამა. მსურველები, რომლებიც დააკმაყოფილებენ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, ჩვენს ფილიალებში, ზაფხულის პერიოდში გაივლიან უფასო სტაჟირებას, რის შემდეგაც მიღებული ცოდნისა და უნარების მიხედვით რეგიონულ ფილიალებში დასაქმდებიან“, - აღნიშნა ებიტაშვილმა.

ყვარლის მუნიციპლიტეტის მერის ინფორმაციით, აქტიურად თანამშრომლობენ კომპანიასთან და მოსახლეობას შესაბამის რეკომენდაციებს აძლევენ.

„რა თქმა უნდა, ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ და რეკომენდაციას ვაძლევთ მოქალაქეებს. ასევე მუნიციპალიტეტი ჩართულია და მხარს უჭერს უფასო სტაჟირების პროგრამას", - განაცხადა როსტომ სესიაშვილმა.

ამასთან, ისეთ ტერიტორიულ ერთეულებს, სადაც ტექნიკური ინსპექტირების მუდმივი ცენტრები არ არის, კომპანია მოსახლეობას გადასატან ტექინსპექტირების სადგურებს სთავაზობს.

სს „გრინვეი საქართველოს“ 10 სერვის ცენტრი თბილისშია განთავსებული, 16 კი საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში. მათ შორის კახეთში ორი სერვის ცენტრია გახსნილი - ყვარელსა და დედოფლისწყაროში.

რეგიონის მასშტაბით უკვე განხორციელებულია დაახლოებით 900 000 ლარის ინვესტიცია. საერთო ჯამში, კომპანიამ დარგის განვითარებისთვის განახორციელა 53 მლნ ლარის ინვესტიცია და შექმნა 370 სამუშაო ადგილი. ,,გრინვეი საქართველოს" საზაფხულო კამპანიის მიმდინარეობისას, დაგეგმილია შეხვედრები სხვადასხვა ქალაქებსა და დაბებში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა