პროკურატურა 20 ივნისის აქციის საქმეზე დაკავებული ოთხი პირის მიმართ პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს

20-21 ივნისს, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ განვითარებული მოვლენების დროს ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული ოთხი პირის მიმართ პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობას დააყენებს.

როგორც საქმის პროკურორი გიორგი მუკბანიანი ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს, სახელმწიფო ბრალდებას ბრალდებულების წინააღმდეგ არაერთი მტკიცებულება აქვს მოპოვებული.

"ბრალდებულებს ბრალად წარედგინათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რაც გულისხმობს ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობას, რასაც თან სდევდა ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენელზე თავდასხმა და წინააღმდეგებობა. ბრალდების მხარემ გამოძიების ამ ეტაპზე მიიჩნია, რომ ბრალდებულებისთვის ერთადერთი უალტერნატივო აღკვეთი ღონისძიება გახლავთ პატიმრობა, რომელიც უზრუნველყოფს აღკვეთის ღონისძიების მიზნებს“, - განაცხადა პროკურორმა და დასძინა, რომ გამოძიების ამ ეტაპზე მოპოვებულია მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც საკმარისია დასაბუთებული ვარაუდისათვის, რომ ბრალდებულებმა ჩაიდინეს ბრალად შერაცხული ქმედება.

„ეს გახლავთ მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, ასევე სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია, ასევე ექსპერტიის დასკვნები. მოწმეთა შორის არიან როგორც სამართალდამცავები, ასევე ჩვეულებრივი მოქალაქები, რომლებმაც გამოძიებას მიაწოდეს ინფორმაცია", - განაცხადა მუკბანიანმა.

შგახსენებთ, რომ ცოტნე სოსელიას, ბესიკ თამლიანს, კახაბერ კუპრეიშვილსა და ზურაბ ბუდაღაშვილს ბრალი ოფიციალურად გუშინ წაუყენეს. მათ სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა ედებათ ბრალად, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ