ზესტაფონის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ადგილობრივ მცხოვრებს 100 წლის იუბილე მიულოცეს

ზესტაფონის მერმა გიორგი გოგლიჩიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ ვახტანგ ღამბაშიძემ ზინა ხიდაშელს 100 წლის იუბილე მიულოცეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ზესტაფონის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, იუბილესთან დაკავშირებით, ზესტაფონის მერიის სახელით უხუცეს ქალბატონს პირად ანგარიშზე 300 ლარი დაერიცხება.

„ზინა ხიდაშელი სოფელ პირველ სვირში ცხოვრობს. ჰყავს 3 შვილი, 4 შვილიშვილი და 7 შვილთაშვილი. ქალბატონი ზინა, პირველის სვირის საბავშვო ბაღში 45 წელი ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას. 5 ივლისს მას 100 წელი შეუსრულდა. მილოცვები მიიღო და სტუმრებსაც თავად გაუმასპინძლდა“, - ნათქვამია ზესტაფონის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ქალბატონმა ზინამ გულთბილად მიგვიღო და გვიმასპინძლა. სასიამოვნოა, რომ ჩვენ დღეს მას 100 წლის იუბილე მივულოცეთ. მან მუნიციპალიტეტის ამბებიც მოიკითხა და საკუთარი სურვილებიც გაგვანდო. ჩვენ შევეცადეთ გაგველამაზებინა ეს დღე მისთვის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახელით მცირედი საჩუქარი გაგვეკეთებინა“, - განაცხადა ზესტაფონის მერმა გიორგი გოგლიჩიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა