შეკვეთილში, ივანიშვილის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე,  ერთ-ერთი მოშიმშილე შეუძლოდ გახდა

შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ-ერთი მოშიმშილე აქტივისტი ხათუნა ბერიძე შეუძლოდ გახდა და ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანა.

ექიმები მას შიმშილობის შეწყვეტას ურჩევენ.

„კლინიკიდან, რომ დავბრუნდები ისევ შევუერთდები მეგობრებს. არ ვაპირებ შიმშილობის შეწყვეტას , ვიდრე ჩვენი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება,”-განუცხადა ჟურნალისტებს ხათუნა ბერიძემ.

შეგახსენებთ, ბიძინა ივანიშვილის სახლის მიმდებარედ შიმშილობის აქცია მე-12 დღეა რაც მიმდინარეობს. ისინი შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო