შეკვეთილში მოშიმშილეები აცხადებენ, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებული კადრები  თითქოს მათთან საკვები მიაქვთ, მათ კარავში არ არის გადაღებული

ის კადრები, რაც სოციალურ ქსელში გავრცელდა, თითქოს ჩვენთან საკვები მოაქვთ, ჩვენს კარავში არ არის გადაღებული, - ამის შესახებ განცხადება შეკვეთილში მიმდინარე აქციაზე მოშიმშილეებმა გააკეთეს. მათი თქმით, სხვადასხვა ლოკაციაზე ოთხი კარავია გაშლილი, მოშიმშილეები კი მხოლოდ ერთ კარავში იმყოფებიან, რომელიც ბიძინა ივანიშვილის სახლის ცენტრალურ შესასვლელთან არის გაშლილი.

„კადრები, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, არის დენდროლოგიურ პარკთან განთავსებული კამერით გადაღებული და ადამიანები, რომლებიც ამ კადრებში ჩანან, მოშიმშილეები არ არიან“, - განაცხადა მოშიმშილე მინდია ადაძემ.

მოშიმშილეების განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მათ ამ დღეების განმავლობაში ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები არაერთხელ შეექმნათ, შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებენ.

ამ წუთებში შეკვეთილში გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო