კასპში ბესიკ ტერტერაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ინტელექტუალური თამაში გაიმართა

კასპის პირველი საჯარო სკოლის დარბაზში,ბესიკ ტერტერაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ჩემპიონატი ინტელექტუალურ თამაშში " რა? სად? როდის?" გაიმართა.

ჩემპიონატში მონაწილეობდა 11 გუნდი: "ვალკირია", "ჰაიდელბერგ ცემენტი", "ფინკა", "ჟალგირისი", "ნო სმოკინგ", "ევრიკა", "აისბერგი", "სამთავისი", "მთიები", „ქვილთი", "ედელვაისი" და „თხოთი“.

თამაშის გამარჯვებული გახდა გუნდი "ნო სმოკინგ" (ალექსანდრე ლიპარტელიანი - კაპიტანი, კობა მამულაშვილი, ზურაბ შოთნიაშვილი, მამუკა ზაქარაშვილი, ივანე ჯახუა, გიორგი ტყემალაძე და გიორგი კორხელი), მეორე ადგილზე გავიდა გუნდი „ვალკირია“ (კაპიტანი გურამ სუხაშვილი) მესამე ადგილზე კი გუნდი "ჰაიდელბერგ ცემენტი" (კაპიტანი ვახტანგ ჩხეიძე). პირველ ადგილზე გასულ გუნდი, კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი მეზურნიშვილმა წიგნებით დაასაჩუქრა.

გამარჯვებულ გუნდებს ფულადი საჩუქრები გადაეცა, ხოლო თამაშის ყველა მონაწილეს კასპის მუნიციპალიტეტის მერიის სიგელები.

„მუნიციპალიტეტის მერმა მანუჩარ მერებაშვილმა, ბესიკ ტერტერაშვილის ვაჟს ლუკა ტერტერაშვილს საჩუქრად პორტატული პერსონალური კომპიუტერი გადასცა და აღნიშნა, რომ ბესიკ ტერტერაშვილი გუნდ "ნო სმოკინგ"-ის წარმატებული მოთამაშე იყო, ამიტომ ჩემპიონატი მისი სახელობისა იქნება და ყოველწლიურად გაიმართება. ალექსანდრე მანძულაშვილმა თამაშის უხუცესი წევრი (გუნდი „აისბერგი“) გულნარა ვალიშვილი დაასაჩუქრა.

ბესიკ ტერტერაშვილის მეუღლემ, ეკა ლომსაძემ მადლობა გადაუხადა მანუჩარ მერებაშვილს მისი მეუღლის ხსოვნის პატივისცემისათვის.

თამაში მიყავდა ტელეშოუს "რა? სად? როდის?" ავტორსა და წამყვანს, საქართველოს კლუბის "რა? სად? როდის?" პრეზიდენტს გიორგი მოსიძეს.

ღონისძიება კასპის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდამჭერით ჩატარდა“, - ნათქვამია კასპის მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო