შეკვეთილში ერთ-ერთმა აქტივისტმა შიმშილობა შეწყვიტა

შეკვეთილში, ერთ-ერთმა აქტივისტმა ხათუნა ბერიძემ შიმშილობა შეწყვიტა. როგორც მან ,,ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, შიმშილობას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო ვერ გააგრძელებს.

,,შიმშილობის დაწყების შემდეგ, რამდენჯერმე სასწრაფო - სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადამიყვანა. მედიკოსები მირჩევდნენ, რომ შემეწყვიტა შიმშილობა, მაგრამ სამედიცინო დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ, კვლავ ვუერთდებოდი ჩემს მეგობრებს. ახლა თავს ცუდად ვგრძნობ და გამოვეთიშე აქციას, თუმცა როგორც კი გამოვკეთდები, მივალ და დავიწყებ შიმშილობას“,-განაცხადა ხათუნა ბერიძემ.

შეგახსენებთ, შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, მე-13 დღეა რამდენიმე პირი შს მინისტრის გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნით შიმშილობს.

იხილეთ ვიდეო: შეკვეთილში, ერთ-ერთმა აქტივისტმა შიმშილობა შეწყვიტა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო