დავით მათიკაშვილი - ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე პირველად მოხდა, რომ საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით ქართულ პოლიტიკურ აზროვნებაში კონსენსუსია

ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე პირველად მოხდა ისე, რომ ფაქტიურად, ქართულ პოლიტიკურ აზროვნებაში ერთგვარი კონსენსუსია მიღწეული მაშინ, როდესაც მმართველმა გუნდმა საკუთარი ნებით უარი თქვა თავის სასტარტო უპირატესობაზე და უკვე 2020 წელს ერთიანი პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილმა 8-10 ივლისს, საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმირების საკითხებზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა.

დავით მათიკაშვილის თქმით, ამ ფორმატში შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია და მაქსიმუმი გაკეთდება საქართველოში საარჩევნო კანონმდებლობის გასაუმჯობესებლად.

„ეს არის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის პროცესი და ის შესაბამისი კომისიის ფუნქციონირებით იწყება. მოსაზრებებისთვის კარი ღიაა, თუმცა მმართველი გუნდის შეთავაზების ამოსავალი წერტილი და პრინციპი ერთიანი პროპორციული სისტემა და ნულოვანი ბარიერია. ამ თემაზე აქტიური დისკუსია გვექნება პოლიტიკოსებთან , საზოგადოებასთან და იმ ადამიანებთან, ვინც უნდა გამოიყენოს კანონმდებლობა, რომელსაც ჩვენ შევქმნით. ჩვენი მიზანია, ეუთო-ს რეკომენდაციების მიხედვით რეგულაციების სათანადოდ დამუშავება. თუკი არსებობს შესაძლებლობა, რომ კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესდეს საარჩევნო კანონმდებლობა”, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

რაც შეეხება იმას, დაესწრება თუ არა სამუშაო შეხვედრას „ნაციონალური მოძრაობა და „ევროპული საქართველო“ მათიკაშვილის თქმით, სამუშაო ჯგუფის ფარგლებში პოლიტიკური ისტებლიშმენტის მთელი სპექტრია მიწვეული, მაგრამ ვისაც სურვილი გააჩნია, ის იქნება წარმოდგენილი.

„ოპოზიცია ყოველთვის ცდილობს გარკვეული სპეკულაციებით ელფერი დაუკარგოს ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, რომელიც ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანას და ამ თემაზე მსჯელობას გულისხმობს“, - აცხადებს მათიკაშვილი.

მისივე თქმით, სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე პარლამენტის წევრებთან ერთად, მიწვეულები არიან ქართული პოლიტიკური სპექტრის ყველა წარმომადგენელი და საერთაშორისო პარტნიორები.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო