„რუსთავი 2“- ის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე დეკანოზი დავით ისაკაძე მივიდა

„რუსთავი 2“- ის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე დეკანოზი დავით ისაკაძეც მივიდა. მისი განცხადებით, მსგავსი დესტრუქციული განცხადებები სახელმწიფოებრივ წყობას საფრთხეს უქმნის.

"შევიტყეთ, რომ აქ რუსთავი 2- ის ტელეარხით მოხვდა ისეთი დესტრუქციული განცხადებების გაკეთება, რომელიც ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივ წყობას საფრთხეს უქმნის, ბუნებრივია, ჩვენც თქვენი შვილები ვართ, საქართველოს შვილები ვართ და გვაწუხებს ეს ამბავი. მოვედით, რომ უფრო კარგად გავერკვეთ ვითარებაში თუ რა ხდება, როგორია აქ ვითარება და საერთოდ ამ არხმა უკვე დაკარგა ის ფუნქცია, რასაც ჟურნალისტიკა და ჟურნალისტიკური ეთიკა ქადაგებს. ეს არის რაღაც სპეციალური სამსახური, რომელიც მიზანმიმართულად ეწევა ქვეყანაში დესტრუქციულ საქმიანობას", - განაცხადა დეკანოზმა დავით ისაკაძემ

გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
თბილისში კონფერენცია - „Medical Aesthetic Summit“ - ჩატარდება
„თელიანი ველი“ - ქართული ღვინის საუკეთესო მწარმოებელია
როცა ტრადიცია თავიდან იბადება - შალოშვილის მარანი