სერგეი კალაშნიკოვი - პუტინის მიმართ ქართველი ჟურნალისტის ხულიგნურ საქციელს ჩვენმა სახელმწიფომ არ უნდა უპასუხოს - ამაზე რეაგირება მის დონეზე დაშვებას ნიშნავს

რუსეთის პრეზიდენტის მიმართ ქართველი ჟურნალისტის გინების გამო რეაგირება არ არის საჭირო. ეს იყო ხულიგნური საქციელი, რომელმაც მხოლოდ წამყვანის უკულტურობა აჩვენა, - „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის კომისიის წევრმა სერგეი კალაშნიკოვმა განაცხადა.

„არ უნდა უპასუხოს ჩვენმა სახელმწიფომ ჟურნალისტის ამ ხულიგნურ საქციელს. მის მიმართ რაღაც ზომების განხილვა არ არის საჭირო. ამაზე რეაგირება ნიშნავს მის დონეზე დაშვებას“, - განაცხადა კალაშნიკოვმა.

სენატორმა ხაზი გაუსვა, რომ მსგავსი გამოთქმების უფლება თავს მისცა წამყვანმა საავტორო გადაცემაში არა რუსულ, არამედ ქართულ ტელევიზიაში.

„ჩვენ ცოტა მტკივნეულად ვრეაგირებთ იმაზე, რომ ვიღაცამ ჩვენ ალმაცერად გადმოგვხედა, ან რომ ვიღაც იგინება. ეს მხოლოდ ამ პირების უკულტურობას აჩვენებს, მეტს არაფერს. მაგრამ ამის გამო მთვარე დედამიწას არ დასცემია“, - განაცხადა რუსმა სენატორმა სერგეი კალაშნიკოვმა.

7 ივლისს, „რუსთავი 2“-ის საავტორო გადაცემაში „პოსტსკრიპტუმის“ წამყვანმა გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მისამართით უცენზურო განცხადებები გააკეთა. ვლადიმერ პუტინს გიორგი გაბუნიამ პირდაპირ ეთერში აგინა. გადაცემის დასრულების შემდგომ, სპეციალური გამოშვებით გავიდა ეთერში „კვირის აქცენტები“, სადაც წამყვანებმა ნიკა გვარამიამ და ეკა კვესიტაძემ გიორგი გაბუნიას განცხადების გამო ბოდიში მოიხადეს. მოგვიანებით, „რუსთავი 2“-ის შენობასთან აქცია გაიმართა. პროტესტის მონაწილეები მოითხოვდნენ დაწყებულიყო გამოძიება გიორგი გაბუნიას განცხადებაზე, ასევე, ნიკა გვარამიას და გიორგი გაბუნიას დაეტოვებინა არხი. მოგვიანებით, ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ საგანგებო განცხადება გააკეთა და განაცხადა, რომ არხი მაუწყებლობას წყვეტს, რადგან იმ ჟურნალისტების უსაფრთხოება, რომლებიც აღნიშნულ აქციაზე მუშაობდნენ, არ იყო დაცული. „რუსთავი 2“-მა მაუწყებლობა უკვე განაახლა.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის