ლევან ვასაძე „გარყვნილების პროპაგანდის ამკრძალავი კანონის“ მიღებას მოითხოვს

ლევან ვასაძე და მისი მხარდამჭერები ანტიდისკრიმინაციული კანონის გაუქმებას მოითხოვენ და დეპუტატებს „გარყვნილების პროპაგანდის ამკრძალავი კანონის“ შემუშავებისკენ მოუწოდებენ.

ამის შესახებ ბიზნესმენმა ვერის ბაღში გამართულ აქციაზე განაცხადა.

როგორც ვასაძე აცხადებს, ვერის ბაღიდან აქცია პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლებს, სადაც სწორედ აღნიშნული მოთხოვნებით გაგრძელდება აქცია.

„გაუქმდეს ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელიც არის საკანონდებლო საფუძველი ამ არეულობების. ამაზე გაფრთხილებდით. ხალხის მხარეს უნდა დადგეთ კანონმდებლები და გააქმოთ ეს კანონი. ასევე, მიღებული უნდა იქნას გარყვნილების პროპაგანდის ამკრძალავი კანონი. რუსებმა რაც მიიღეს, ის არ გვინდა, მარტივი ვერსიააა. ყველგან აიკრძალოს გარყვნილების საჯარო პროპაგანდა. ჩვენ არავის ვუვარდებით სახლებში“-, განაცხადა ვასაძემ.

შეგახსენებთ, რომ „თბილისი პრაიდმა“ თავდაპირველად „ღირსების მარშის“ ჩატარება 20 ივნისს დაგეგმა, თუმცა ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გამო ის გადაიდო. მარშის ჩატარება დღეისთვის დაანონსდა, რომელიც ასევე აღარ გაიმართება. მიუხედავად ამისა, პრაიდის მოწინაღმდეგე მოქალაქეები დღეს აქციებს სხვადასხავა ლოკაციაზე მართავენ და ამბობენ, რომ „ღირსების მარშის“ ჩატარება არ მოხდება.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს