გურამ მაჭარაშვილი განმარტავს, რატომ არის პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით ინიცირებულ დოკუმენტზე უმრავლესობიდან მხოლოდ 93 დეპუტატის ხელმოწერა

უმრავლესობის დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი განმარტავს, რატომ არის პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით ინიცირებულ დოკუმენტზე უმრავლესობიდან მხოლოდ 93 დეპუტატის ხელმოწერა. დეპუტატი ფიქრობს, რომ უმრავლესობის დეპუტატებმა, ვინც ინიცირებას ხელი არ მოაწერა, კითხვებს პასუხები ინდივიდუალურად უნდა გასცენ.

„ჩვენ საპროცედურო და წესების კომიტეტზე განვიხილეთ პარლამენტის 93 წევრის ხელმოწერის ნამდვილობა, რომლებმაც დავაინიცირეთ კონსტიტუციაში ცვლილებები 2020 წლის არჩევნების პროპორციული სიით ჩატარებასთან დაკავშირებით. აღნიშნული საკითხი კომიტეტმა მიიღო და 93-ვე პარლამენტარის ხელმოწერა ნამდვილად მიიჩნია. რაც ეხება იმ საკითხს, რომ დანარჩენი უმრავლესობის დეპუტატების ხელმოწერა რატომ არ იქნება ამ ინიცირებაზე - ეს საკითხი არის მათ მიერ ინდივიდუალურად პასუხგასაცემი. შესაძლებელია ფიზიკურად ვერ მოახდინეს, შესაძლებელია იყო სუბიექტური მიზეზები, თუმცა ახლა ეს არის მნიშვნელოვანი. მთავარი გახლავთ ის, რომ ეს საკითხი ინცირებულია ჩვენს გუნდში პრინციპულად, რომელიც არის ადეკვატური რეაქცია იმ გამოწვევებზე, რაც ზოგადად არსებობს დღეს საქართველოში და ძალიან პოზიტიურად შეხვდა ამას როგორც საერთაშორისო ორგანიზაციები, ასევე შიდა პოლიტიკური და არაპოლიტიკური წრეები. აქედან გამომდინარე მოლოდინი გვაქვს, რომ საქართველოს პარლამენტში ექნება მაღალი მხარდაჭერა“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილი.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ