შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობას ქუთაისში გაეცნო

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი სოფიო გორგოძე ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობას ქუთაისში გაეცნო. გორგოძე №1 საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში მივიდა. მისი თქმით, გამოცდები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

„ქუთაისში დღეს სამივე საგამოცდო ცენტრში ვიყავით. ყველა ცენტრში გამოცდები წესების შესაბამისად მიმდინარეობს. ზოგადად, მშვიდი სიტუაცია გვაქვს, რაც შეეხება დილის მონაცემებს, აბიტურიენტების 95% გამოცხადდა. დღეს გვაქვს ორი დაგვიანება, ორივე ქუთაისის ცენტრებში, მოვუწოდებთ აბიტურიენტებს გაფრთხილდნენ, არ მოდუნდნენ ბოლო გამოცდების დროს და არ დააგვიანონ", - განაცხადა სოფიო გორგოძემ.

მან ასევე ისაუბრა, იმ აბიტურიენტების შესახებ, რომლებმაც ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსვლა ვერ შეძლეს.

„უმეტესობამ ამ აბიტურიენტებისა შეძლო გადმოსვლა, მაგრამ, რაც შეეხებათ იმ აბიტურიენტებს, ვინც ვერ შეძლო, განთლების სამინისტრო სხვა უწყებებთან ერთად მუშაობს და აქვთ გეგმა, რა გეგმითაც უზრუნველყოფენ ამ პირებისთვის უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას“, - განაცხადა სოფიო გორგოძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს