სოფელ ჩანადირთკარში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია განხორციელდა

ამერიკული საქველმოქმედო ორგანიზაციის „LDS Charities” და დუშეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჩანადირთკარში, სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია განხორციელდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დუშეთის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, დასრულებულ პროექტს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი მოსახლეობასთან, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულ შალვა კერესელიძესთან და საქველმოქმედო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

სოფელ ჩანადირთკარის მოსახლეობას სასმელი წყლის პრობლემა წლების განმავლობაში აწუხებდა, რომელიც სამუშაოების დასრულების შედეგად გადაიჭრა. პროექტის ფარგლებში, მოეწყო ჭაბურღილი, წყალშემკრები ავზი და განხორციელდა შიდა ინდივიდუალური დაქსელვა.

სამუშაოების კომპანიამ შპს "თერგი" შეასრულა.

ამერიკულმა საქველმოქმედო ორგანიზაციამ, ადგილობრივი ხელისუფლებისა და „ინვესტიციებისა და ჰუმანიტარული პროექტების გაერთიანების“ მხარდაჭერით, დუშეთის მუნიციპალიტეტში სასმელ წყალთან დაკავშირებით უკვე მესამე პროექტი განახორციელა და უახლოეს მომავალში დაგეგმილია კიდევ ორი დასახლების სასმელი წყლით უზრუნველყოფა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა