სოფელ შინდისში 2 წლამდე ასაკის ბავშვმა თაგვის საწამლავი დალია

გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ შინდისში, ორ წლამდე ასაკის გოგონამ თაგვის საწამლავი დალია. ბავშვი დედათა და ბავშვთა რეგიონულ სამედიცინო ცენტრ ,,იავნანაში“ გადაიყვანეს, ექიმების განცხადებით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

,,კლინიკაში ამ საღამოს შემოიყვანეს 1 წლის და 10 თვის გოგონა. ოჯახის წევრების განცხადებით, თაგვის საწამლავი ბავშვებისთვის ხელმისაწვდომ ადგილზე არ იყო მოთავსებული , თუმცა გოგონამ სეირნობისას მაინც შენიშნა და რამდენიმე მარცვალი პირში ჩაიდო, მშობლის თქმით, მან დროულად შენიშნა მომხდარი და ბავშვს პირის ღრუ გაუსუფთავა. კლინიკაში შემოყვანისას, პაციენტს ინტოქსიკაციის ნიშნები გამოხატული არ ჰქონდა. პაციენტს ჩაუტარდა შესაბამისი კვლევები, ჩაუტარდა კუჭის ლავაჟი, ასევე, ინტოქსიკაციის საწინააღმდეგო გადასხმა. ამჟამად, მისი მდგომარეობა სტაბილურია, პაციენტი რჩება სტაციონარში - ,,იავნანას“ რეანიმაციულ განყოფილებაში და მონიტორინგის ქვეშაა“, - განაცხადა დედათა და ბავშვთა რეგიონული სამედიცინო ცენტრის ექიმმა მარინა გერგაულმა.

მარკო მიკელსონი - საქართველომ ყურადღების მოსაპოვებლად უნდა იბრძოლოს - პატარა ქვეყნები იმაზე დიდები უნდა ვიყოთ, ვიდრე ფიზიკურად ვართ
ქართული პრესის მიმოხილვა 27.02.2020
ირაკლი მელაშვილი - ვფიქრობ, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით არსებულ  ფონზე ხელისუფლებას გაუჭირდება ოპოზიციისთვის მოლაპარაკებების ჩაშლის გადაბრალება
როგორ დავაჩქაროთ მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელება აზიასა და წყნარ ოკეანეთში
ადგილობრივი სასტუმროების ჯგუფური და ინდივიდუალური დაჯავშნის ონლაინ პლატფორმა HOTEL HUB GEORGIA ბაზარზე ოპერირებას ამიერიდან HOTEL HUB GROUP-ის სახელით გააგრძელებს
„ბადაგონს“ საუკეთესო ქართული ღვინის კომპანიის სტატუსი მიენიჭა
GM Pharma-ს („ჯი-ემ-პი“) ხარისხის ახალი ISO სერტიფიკატი გადაეცა
სამსუნგმა Galaxy S20 სერია წარადგინა
PSP პირველი ჩაერთო გაეროს განვითარების პროგრამის პროექტში „სოციალური დაცვის სისტემის გარდაქმნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის“
BDO-მ ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტის ISO/IEC 27001 სერტიფიცირება გაიარა