ნინო ლომჯარია - დღეს მთავარი ამოცანაა, რომ არ მოხდეს ფიზიკური დაპირისპირება საქართველოს მოქალაქეებს შორის, რისი  ძალიან მაღალი რისკები არსებობს

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია იმედოვნებს, რომ ფიზიკურ დაპირისპირებას, რომელსაც ადგილი ჰქონდა რუსთაველის გამზირზე, სამართალდამცველების მხრიდან სწრაფი რეაგირება მოჰყვება. სახალხო დამცველის თქმით, საგანგაშოა ის ფაქტი, რომ მოქალაქეს ფიზიკურად ქამრით გაუსწორდნენ, სწორედ იმ საგნით, რომლითაც „თბილისი პრაიდის“ მოწინააღდეგეები იმუქრებოდნენ.

როგორც ნინო ლომჯარიამ რუსთაველის გამზირზე ჟურნალისტებთან განაცხადა, ახლა მნიშნველოვანია, რომ არ მოხდეს ძალადობრივი ქმედებები და იმედი გამოთქვა, რომ აქციის ორგანიზატორები არსებულ ვითარებას პასუხისმგებლობით მოეკიდებიან. ომბუდსმენის თქმით, აქცია დღეს პარლამენტის შენობასთან იმიტომ იმართება, რომ ახალგაზრდებს იქ პროტესტის გამოხატვის საშუალება არ მიეცეთ.

“ბოლო რამდენიმე დღეა ძალიან სწრაფად ვითარდება მოვლენები და მაღალია ტემპერატურა. დღეს, ყველასთვის მთავარი ამოცანა არის ის, რომ არ მოხდეს ძალადობრივი დაპირისპირება საქართველოს მოქალაქეებს შორის, რისიც ძალიან მაღალი რისკები არსებობს. იმედი მაქვს, რომ აქციის ორგანიზატორები მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდებიან იმ ვითარებას, რომელიც არსებობს. სამწუხაროა, რომ ახალგაზრდებს არ ეძლევათ შესაძლებლობა იქ გააპროტესტონ, სადაც რამდენიმე კვირაა აპროტესტებენ ერთსა და იმავე საკითხს. იმედი მაქვს, რომ მალე სიტუაცია დამშვიდდება. მთავარია, თავიდან ავირიდოთ ფიზიკური დაპირისპირება“,-განაცხადა ლომჯარიამ.

იხილეთ ვიდეო

ზაალ ანჯაფარიძე - საარჩევნო სისტემაზე ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებზე შეიძლება წამოვიდნენ ის პარტიები, რომლებსაც „ნაციონალების“ წინაშე რაიმე ვალდებულებები არ გააჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2020
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ყველაზე უფრო საგულისხმოა, აშშ-ს ახლად დანიშნული ელჩის დუმილი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ვაშინგტონი ყოყმანობს, რომელ პოლიტიკურ ძალაზე დადოს ფსონი
რა შესაძლებლობებს აძლევს განათლების საერთაშორისო ცენტრი საზღვარგარეთ სწავლის მსურველ საქართველოს მოქალაქეებს - ინტერვიუ ნინო ჭელიძესთან
ირაკლი გურჩიანი - ყოველი დღე განვითარების ახალი შესაძლებლობაა და ამის დასტური „ტოიოტას“ უახლესი მოდელებია
JTI საქართველოში ისევ საუკეთესო დამსაქმებელია
სამშენებლო პროექტი - იდეიდან უძრავ ქონებამდე
უპრეცედენტო შეთავაზება "სილქნეტისგან" - ახალი აბონენტები ინტერნეტისა და ტელევიზიის მაქსიმალურ პაკეტებს სპეციალურ ფასად გაიაქტიურებენ