ბათუმის ბულვარში სუვენირების ოთხი ჯიხური გაქურდეს

ბათუმის ბულვარში სუვენირების ოთხი ჯიხური გაქურდეს. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანმა ჯიხურები დააზიანა, შემდეგ კი ღვინო და სუვენირები მოიპარა.
მოვაჭრეები ამბობენ, რომ სუვენირების ჯიხურების გაქურდვის ფაქტი ტურისტულ სეზონზე არაერთხელ დაფიქსირდა. ისინი სამართალდამცავებს მკაც რეაგირებას სთხოვენ.
როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მოზარდი შემთხვევის ადგილზე დააკავეს, თუმცა განყოფილებაში არ გადაუყვანიათ. მას გაფრთხილება მიეცა.

























