ბათუმში საპროტესტო აქცია ლოზუნგებით - „პუტინი კლავს“, „გახარია წადი“ მიმდინარეობს

„პუტინი კლავს", "გახარია წადი",-ამ ლოზუნგებით ბათუმში, ვარდების სკვერში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციაზე მოქალაქეებთან ერთად, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის", "ევროპული საქართველოს" ლიდერები და სხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც იმყოფებიან.
აქციის მონაწილეები, შეკვეთილსა და თბილისში მყოფ აქციის მონაწილეებს სოლიდარობას უცხადებენ.
"არა ოკუპაციას, პუტინი მტერია, პუტინი კლავს, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია უნდა გადადგეს, იგი თვალთხარიაა. ჩვენ არ დავნებდებით რუსს. ჩვენ გვაქვს მშვიდობიანი პროტესტი და ეს გაგრძელდება",- აცხადებენ აქციის მონაწილეები.

























