ლევან იოსელიანი - რაც უფრო დიდხანს აგრძელებს ხელისუფლება ქართული საზოგადოების ჯიბრში ყოფნას, მით უფრო რთულ პროცესებში შედის ჩვენი ქვეყანა

რაც უფრო დიდხანს აგრძელებს ხელისუფლება ქართულ საზოგადოების ჯიბრში ყოფნას და გახარიას არ ხსნის თანამდებობიდან, მით უფრო რთულ პროცესებში შედის ჩვენი ქვეყანა,-ამის შესახებ "სამოქალაქო მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან იოსელიანმა ანტისაოკუპაციო აქციაზე განაცხადა.

ლევან იოსელიანი გუშინ რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გუშინდელი პროცესები ზუსტად აღნიშნულის გამოხატულება იყო. მისი თქმით, გუშინ ორი აქციის მონაწილეებს რეალურად ერთმანეთის საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდათ, თუმცა პროცესი იმდენად პოლიტიზირებული იყო, რომ ისინი ერთმანეთთან დიალოგს ვერ ახერხებდნენ.

"ბოლოს ვნახეთ, რომ შეძლეს დიალოგი. "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგე ხალხმა ნახა, რომ ანსტისაოკუპაციო აქცია კონკრეტულ მიზანს ემსახურებოდა, არის ანტისაოკუპაციო და გვერდზე გაიწია. შესაბამისად, მთავარია , რომ ხელისუფლებამ საზოგადოების დაყოფას კი არა, კონსოლიდირებას შეუწყოს ხელი. ხელისუფლება კი საზოგადოების დაყოფას უწყობს ხელს, როცა საზოგადოებას ჯიბრში უდგება. ისინიც და ჩვენც, ვინც ამ აქციაზე ვართ, ერთი ქვეყნის შვილები ვართ, არაფერი გვაქვს გასაყოფი",-განაცხადა ლევან იოსელიანმა.

იოსელიანის განცხადებით, ხელისუფლებამ გიორგი გახარია უნდა გადააყენოს, რადგან ის ვეღარ იქნება მინისტრი იმ ქვეყნის, სადაც მას ახალგაზრდების 90% აღარ ენდობა.

ვალერი ჩეჩელაშვილი - ცეცხლის შეწყვეტაზე გადაწყვეტილება რუსეთმა უკრაინელებთან ერთად უნდა მიიღოს, მაგრამ უსაფრთხოების რა გარანტიები ექნება უკრაინას, ეს უკრაინის, ევროპის და აშშ-ს მოლაპარაკებების საგანია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.08.2025
Samsung-ის 2025 წლის ტელევიზორები - ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
„რუსუდან ხიზანიშვილის პერსონალური იკონოგრაფია“ „თიბისი კონცეპტის“ გალერეაში