გურჯაანის რაიონის სოფელ ბაკურციხეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სოფელ ბაკურციხეში გაჩენილი ხანძარი, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა ჩააქრეს.
მათი ცნობით, ცეცხლი ვენახში გაჩნდა. ხანძრის შედეგად, დამწვარია ხმელი ბალახი და ვაზი. საერთო ფართობი 1.5 ჰა.
„არსებობდა ცეცხლის დიდ ფართობზე გავრცელების საფრთხე, თუმცა მეხანძრე-მაშველების სწრაფი რეაგირების შედეგად მოხერხდა ხანძრის დროული ლოკალიზება. ხანძრის ქრობის პროცესში ჩართული იყო 6 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა“, - აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.