შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან მიმდინარე კონტრაქციაზე ხმაური და დაპირისპირებაა

შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან მიმდინარე კონტრაქციაზე ხმაური და დაპირისპირებაა. კონტრაქციის წარმომადგენლები ბიძინა ივანიშვილის სახლის შესასვლელთან გაშლილი კარვებისა და პლაკატების გატანას ცდილობენ.

მათი თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" აღნიშნულ ტერიტორიაზე უკანონოდ იმყოფება.

„ჩვენ ადგილორივი რიგითი მოქალაქეები ვართ, მოვითხოვთ, რომ კარვებისგან გათავისუფლდეს შეკვეთილში ბიძინა ივანიშვილის სახლის მიმდებარე ტერიტორია. „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" აქ არაფერი ესაქმება", - აცხადებენ „ინტერპრესნიუსთან“ კონტრაქციის მონაწილეები.

თავის მხრივ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები აცხადებენ, რომ "ქართული ოცნების" „ზონდერები“ მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ და კარვების დაშლას ცდილობენ. ოპოზიციის წევრები კი დაშლას არ აპირებენ.

შეგახსენებთ, რომ შეკვეთილში ბიძინა ივანიშვილის სახლთან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები რამდენიმე დღეა უკვე აქციას მართავს და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგმომას ითხოვენ. პროტესტის ნიშნად რამდენიმე პირი კარვებში შიმშილობს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა