შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთ-ერთი მოშიმშილე -  დარბეულ კარვებს ავაწყობთ და გავაგრძელებთ შიმშილობას

ჩვენ ცოტა ხანში ამ დარბეულ კარვებს ავაწყობთ და გავაგრძელებთ შიმშილობას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე შიმშილობის აქციის მონაწილემ, მინდია ადაძემ განუცხადა.

მისი თქმით, მათთან ახალგაზრდების მივარდნის და კარვების დარბევის საქმეზე გამოძიება უნდა დაიწყოს.

„ჩვენ ამ დარბეულ კარვებს ავაწყობთ, გავაგრძელებთ შიმშილობას. ორი ვიქნებით თუ მეტი, მოვიდნენ და ისევ დაგვარბიონ. მართალია, აქ გაკრული ბანერები წაიღეს, მაგრამ ახალს გავაკრავთ. ერთ კარავს დაგვიშლიან? ათს გავშლით. პოლიცია სულ აქ არის, ვფიქრობდით, რომ ჩვენ გვიცავდა, მაგრამ დღეს ისინი ჩვენს დარბევასა და მოვარდნილ პირებთან დაპირისპირებაში დიდად არ ჩარეულან. 50-მდე ადამიანი სპეციალურად მიკროავტობუსით მოიყვანეს. მოვითხოვთ, რომ მომხდარზე გამოძიება დაიწყოს“, - განაცხადა მინდია ადაძემ.

შეგახსენებთ, რომ შეკვეთილში ბიძინა ივანიშვილის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მე-16 დღეა შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით შიმშილობის აქცია მიმდინარეობს. მოშიმშილე აქტივისტებს კარვები აქვთ გაშლილი. ცოტა ხნის წინ ადგილზე დაპირისპირება იყო. მათთან მისულმა ახალგაზრდების ჯგუფმა კარვები აიღეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა