თორნიკე რიჟვაძემ, მამუკა ბახტაძესთან და მაია ცქიტიშვილთან ერთად,  ქობულეთის განახლებული სანაპირო ზოლი დაათვალიერა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან ერთად, დღეს ქობულეთის განახლებული სანაპირო ზოლი დაათვალიერა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ქობულეთის სანაპირო ზოლის განახლებაზე ჯამში 9 მილიონი ლარი დაიხარჯა. აქედან, 2 მილიონ ლარზე მეტი მსოფლიო ბანკის, დანარჩენი კი სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაა.

,,ქობულეთში დასრულდა ნაპირსამაგრი სამუშაოები და უკვე ახალი ბულვარი გვაქვს მიმდინარე სეზონისთვის. მომავალ წელს იქნება ძალიან ბევრი სიახლე, როგორც ნაპირგამაგრების, ისე თანამედროვე ინფრასტრუქტურის კუთხით “, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

პროექტის ფარგლებში მოეწყო ახალი ბულვარი, გაიზარდა კურორტის სანაპირო ზოლი, შემცირდა შტორმის დროს ტალღების ზემოქმედება სანაპიროზე, რაც ტურისტებსა და ადგილობრივ მოსახლეობას დაცული და მოწესრიგებული სანაპირო ზოლით სარგებლობის საშუალებას აძლევს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ნაპირსამაგრი სამუშაოების განხორციელების პრიორიტეტულობას და აღნიშნა, რომ მომავალი წლის ზაფხულში ქობულეთში მთელი სანაპირო იქნება უზრუნველყოფილი მსგავსი თანამედროვე ინფრასტრუქტურით.

ქობულეთში უკვე დასრულდა ფიჭვნარის სანაპირო ზოლის ნაპირსამაგრი სამუშაოები.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა