ათონელზე მდებარე პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან „ნაციონალური მოძრაობა“  საპროტესტო აქციას მართავს

ათონელზე მდებარე პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან „ნაციონალური მოძრაობა“ საპროტესტო აქციას მართავს. აქციის მონაწილეები საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ განცხადებებს აპროტესტებენ.

„გვინდა ჩვენი პროტესტი გამოვხატოთ „ქართული ოცნების“ პრეზიდენტის გამო, რომელიც დანიშნა ბიძინა ივანიშვილმა. ის არ აურჩევია საქართველოს მოსახლეობას. სწორედ ამიტომ ბედავს, სალომე ზურაბიშვილი, რომ ასეთი კაპიტულანტური განცხადებები აკეთოს რუსეთის პრეზიდენტის მიმართ. სალომე ზურაბიშვილი არის ვასალის ვასალი. ის არის პუტინის „ნამესტნიკის", ბიძინა ივანიშვილის ვასალი საქართველოში“, - განაცხადა აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა.

მისი თქმით, ის განცხადებები, რომელიც საზოგადოებამ გუშინ მოისმინა, იყო საქართველოსა და ქართველი ხალხის შეურაცხმყოფელი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდა, რომ არ აჰყვეს ესკალაციას.

„მივმართავ რუსეთის ხელმძღვანელობას: არ აჰყვეს ესკალაციას, პარადოქსი იქნება თუ მეზობელი ქვეყანა მისივე დახასიათებით, "რადიკალური" ძალებისგან წამოწყებულ პროვოცირებას უპასუხებს და ამით მათ დესტრუქციულ მიზნებს შეუწყობს ხელს. აქვე ხაზი უნდა გავუსვა იმასაც, რომ ჩვენი მშვიდობიანი პოლიტიკა არის ერთადერთი გზა ქვეყანაში და რეგიონში სტაბილურობის შესანარჩუნებლად“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს