შეკვეთილში, ივანიშვილის სახლის მიმდებარედ, სადაც  ოპოზიციური პატიების წარმომადგენლები იმყოფებიან, ინციდენტი მოხდა

შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც შეკრებილი არიან სხვადასხვა ოპოზიციური პატიების წარმომადგენლები, კიდევ ერთი მცირე ინციდენტი მოხდა.

როგორც ისინი ამბობენ, მათთან მივიდა რამდენიმე უცხო პირი, რომლებმაც პროვოკაციის მოწყობა სცადეს, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. სიტუაცია მალევე სამართალდამცველების ჩარევის შედეგად განიმუხტა. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების განცხადებით, ხელისუფლება ყველანაირი მეთოდით ცდილობს მათ დაშლას.

ინციდენტამდე, ორი მოშიმშილე აქტივისტი და აქციის მონაწილე შეუძლოდ გახდნენ. მათ მედიკოსების დახმარება დასჭირდათ. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა მათ პირველადი დახმარება ადგილზე გაუწია. ექიმების შეფასებით, მათი მდგომარეობა სტაბილურია და კლინიკაში გადაყვანის აუცილებლობა არ არის.

შეგახსენებთ, რომ შეკვეთილში ბიძინა ივანიშვილის სახლთან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები რამდენიმე დღეა უკვე აქციას მართავს და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგმომას ითხოვენ. პროტესტის ნიშნად რამდენიმე პირი კარვებში შიმშილობს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა