ბათუმი ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა

ბათუმი ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სატვირთო ავტომობილის მძღოლი გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, ცენტრალურ გზაზე ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილი შეეჯახნენ. შეჯახების შედეგად სატვირთო ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და ამოყირავდა.

ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს