აჭარის ტელევიზიის დირექტორის არჩევა კვლავ ვერ მოხერხდა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის არჩევა ამჯერადაც ვერ მოხერხდა. წარდგენილმა კანდიდატებმა ხმის საკმარისი რაოდენობა ვერ დააგროვეს. ამ წუთებში აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ბორდი განმეორებითი კენჭისყრის გამართვისთვის ემზადება. პირველ ტურში ორ-ორი ხმა კანდიდატებმა მერაბ წულუკიძემ და თინათინ ცისკარაძემ ხოლო ბაჩო გურაბანიძემ ერთი ხმა მიიღო.

მაუწყებლის დირექტორის არჩევნები მიმდინარე წლის 31 მაისსაც გაიმართა, სადაც ორივე კენჭისყრაზე აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ბორდმა დირექტორი ვერ აირჩია, რის გამოც მეორე ტური ჩაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ 19 აპრილს აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი ნათია კაპანაძე თანამდებობიდან გადააყენეს. მას ბორდია წევრებმა უნდობლობა გამოუცხადეს. ბორდის ეს გადაწყვეტილება ნათია კაპანაძემ ბათუმის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს