ლევან ვარშალომიძე - შეკვეთილში მოშიმშილე აქტივისტების კარვის დარბევის ორგანიზატორი  ლანჩხუთის პოლიციის უფროსის მოადგილე  იყო

შეკვეთილში მოშიმშილე აქტივისტების კარვის დარბევის ორგანიზატორი ლანჩხუთის პოლიციის უფროსის მოადგილე კოტე ესებუა იყო, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ,,ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ვარშალომიძემ განუცხადა.

მისი თქმით, ესებუა დარბევის პროცესს პოლიციის მანქანიდან ადევნებდა თვალს.

"იმედია, პოლიცია ამ საქმეს გამოიძიებს და ამაში ჩვენ დავეხმარებით. ჩვენს აქტივისტებს "ლაივები" ჰქონდათ ჩართული, გაგიკვირდებათ და ლანჩხუთის სამმართველოს უფროსის მოადგილე კოტე ესებუა აძლევდა მითითებებს იმ პირებს, რომლებმაც კარავი დაშალეს და აქ მყოფებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ეს ხალხი აქ იყო მოსული პოლიციის ორგანიზებით. ამ დარბევაში ივანიშვილის გარემოცვა მონაწილეობდა. აქ მშვიდობიანი აქცია გაგრძელდება,-“განაცხადა ლევან ვარშალომიძემ

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო