თორნიკე რიჟვაძე - ვმუშაობთ საქართველოს მთავრობასთან ერთად, რომ გამოწვევებს ღირსეულად ვუპასუხოთ

ჩვენ კომპლექსურად ვმუშაობთ საქართველოს მთავრობასთან ერთად, რომ იმ გამოწვევებს, რაც უკავშირდება ტურისტულ სეზონს, ღირსეულად ვუპასუხოთ,-ამის შესახებ თორნიკე რიჟვაძემ ქობულეთში განახლებული სანაპირო ზოლის დათვალიერებისას განაცხადა.

თორნიკე რიჟვაძის თქმით, მცირე და საშუალო საოჯახო სასტუმროებს ექნება მაქსიმალური ხელშეწყობა და სახელმწიფო მეწარმეებს, როგორც ქობულეთში, ასევე ბათუმში ფინანსურად მაქსიმალურად დაეხმარება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობიდან აცნობეს, ქობულეთის ბულვარის 1200 მეტრი სიგრძის რეაბილიტირებული და განახლებული სანაპირო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრთან, მაია ცქიტიშვილთან ერთად დაათვალიერეს.

ქვეყნის და რეგიონის პირველი პირები მოსახლეობას და დამსვენებლებს შეხვდნენ და გაესაუბრნენ.

მამუკა ბახტაძის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამაღლდეს ტურისტული პოტენციალი ქობულეთში და ძალიან ბევრი საშუალო ზომის სასტუმროს მშენებლობა იგეგმებოდა. მისივე თქმით, მიუხედავად გამოწვევებისა, მიღებულია ადგილობრივ მეწარმეების დახმარების გადაწყვეტილება, რათა არცერთი პროექტი, არცერთი ინვესტიცია, თუნდაც მცირე მოცულობის, არ შეჩერდეს.

„ივნისი იყო ძალიან წარმატებული. დაახლოებით 40%-იანი ზრდა გვქონდა ჩვენ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ამის შემდეგ დაიწყო გამოწვევები, თუმცა დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ ამ ყველაფერს გავუმკლავდებით“,-განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ქობულეთის ბულვარის განახლებაზე ჯამში 9 მილიონი ლარი დაიხარჯა. პროექტის ფარგლებში მოეწყო ახალი ბულვარი, გაიზარდა კურორტის სანაპირო ზოლი, შემცირდა შტორმის დროს ტალღების ზემოქმედება სანაპიროზე, რაც ტურისტებსა და ადგილობრივ მოსახლეობას ტურისტული სეზონისთვის დაცული და მოწესრიგებული სანაპირო ზოლით სარგებლობის საშუალებას აძლევს.

პროექტი ასევე მოიცავს ბულვარის სასეირნო ზოლის მოწესრიგებას, ველო-ბილიკების მოწყობას, მწვანე ზოლის გაშენებას, განათების სისტემის განახლებას, მრავალფუნქციური სპორტული მოედნის მშენებლობას, საბავშვო ატრაქციონებისა და სპორტული ტრენაჟორების განთავსებას.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა