ზუგდიდის მერი გიორგი შენგელია მოადგილესთან ერთად ეთნოგრაფიულ სივრცე „სისა ტურას“ ესტუმრა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია მოადგილესთან, კონსტანტინე კაკავასთან ერთად ეთნოგრაფიულ სივრცე „სისა ტურას“ ესტუმრა. მერმა ეთნოგრაფიული სივრცის დათვალიერებისას აღნიშნა, რომ თავისუფლად შეიძლება „სისა ტურა“ გახდეს ტურისტებისთვის ერთერთი სავიზიტო ბარათი. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

„სისა ტურა” არის ეთნოგრაფიული სივრცე, სადაც მეგრული კულტურა, ისტორია და ტრადიციებია გაცოცხლებული. თითოეული დეტალი წარსულის ანარეკლია და ამაზე ერთი თვალის შევლებით, საუკუნის შეფერილობით ეზოს შუა გულში მდგარი მეგრული ჯარგვალი მიგანიშნებთ.

ეთნოგრაფიული სოფელი „სისა ტურა“, ჩხორიას ადმინისტრაციულ ერთშეულში მდებარეობს, სადაც წარმოდგენილია მრავალი თვალსაჩინოება, საცხოვრებელი და დამხმარე შენობა ნაგებობები, უამრავი უნიკალური ძველი საყოფაცხოვრებო ნივთები. ასევე მოწყობილია მცირე ფერმერული მეურნეობა. „სისატურაში“ დასასვენებელი სივრცე მოწყობილია ხელოვნური ტბის გარშემო.

„ეთნოგრაფიული სოფელი სტუმრებს სთავაზობს ნავით გასეირნებას, თევზაობას, ბუნებაში დასვენებას, ადგილობრივი კერძების დაგემოვნებას და მრავალ სხვა გასართობს.

„სისა ტურა“ სტუმარს აძლევს საშუალებას ახლოდან გაიცნოს მეგრული კულტურა, ისტორია, ტრადიციები და სამზარეულო“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა