თორნიკე რიჟვაძე ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ტომაშ პეტრიჩეკს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს, ჩეხმა დიპლომატმა შეხვედრისას კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური კურსისა და ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერა.

მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის თანამშრომლობის საკითხები მრავალი მიმართულებით. ძირითადად საუბარი შეეხო ეკონომიკისა და ტურიზმის სფეროებს. ასევე საინვესტიციო პროექტებს. კერძოდ, ქობულეთში Green Resort-ის მშენებლობას, რომელიც ქართულ-ჩეხურ-სლოვაკური პროექტია და ხაზს უსვამს მხარეებს შორის ღრმა ეკონომიკურ ურთიერთობებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა