ზუგდიდში „პატრიოტთა ალიანსის“ ადგილობრივი ორგანიზაციის წევრებმა აქცია გამართეს

ზუგდიდის ცენტრალური მოედნის მიმდებარედ, „პატრიოტთა ალიანსის“ ადგილობრივი ორგანიზაციის წევრებმა ლგბტქი თემისა და „რუსთავი“-2-ის წინააღმდეგ აქცია გამართეს. დაახლოებით, 20-მდე ადამიანს რამდენიმე წუთის განმავლობაში ცენტრალური საავტომობილო გზაც ჰქონდა გადაკეტილი. აქციის მონაწილეებმა ამ ფორმით, ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მიმართვა გააპროტესტეს. მათი თქმით, აღნიშნული მიმართვა რუსეთს ომის დაწყებისკენ უბიძგებს.

„ჩვენ ვართ „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლები ზუგდიდში და გავაპროტესტებთ „რუსთავი-2“-ის გამომწვევს განცხადებებს, ქვეყანას ომისა და უფსკრულისკენ რომ უბიძგებს. ეს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. გაბუნიას მივმართავ, ომი რომ დაიწყოს და მართლა რომ შემოვიდეს ის ოკუპანტი რუსი, თქვენ სად წახვალთ? ხომ დაიმალებით ვირთხებივით? ხომ შეეწირებიან საწყალი ახალგაზრდა ბიჭები?, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, შავლეგ თოდუამ.

რაც შეეხება თბილისში რუთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებს „პატრიოტთა ალინსის“ წევრები ამბობენ, რომ ისინი ლგბტქი აქციას მხარს ვერ დაუჭერენ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა