ბათუმში სპორტის ახალი სახეობის Teqball-ის განვითარება იწყება

უნგრული მხარე აჭარას სპორტის სახეობა ტექბოლის (Teqball) განვითარებაში დაეხმარება. უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა სათამაშო მაგიდა ბათუმს საჩუქრად გადასცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიებას, ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ტექბოლის კომპანიის ხელმძღვანელი გრეგ მურანი და უნგრელი სპორტსმენები ესწრებოდნენ. ბათუმის დინამოს და უნგრელი ფეხბურთელების მონაწილეობით ტექბოლის მეგობრული თამაშიც გაიმართა.

„დღეისათვის ტექბოლი მსოფლიოში ერთ-ერთი სწრაფად განვითარებადი სპორტის სახეობაა. თამაში 2014 წელს პროფესიონალმა სპორტსმენმა გაბორ ბორსანმა და კომპიუტერული სფეროს მეცნიერმა ვიქტორ ჰუსზარმა შექმნეს. შარშან ჩემპიონატს საფრანგეთმა უნასპინძლა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა