აჭარის მთავრობის თავმჯდომარე უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრს პიტერ სიიარტოს შევხვდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს, უნგრული მხარე მზადაა, საქართველოს, როგორც ტურისტულად მიმზიდველი ქვეყნის, პოპულარიზაციას შეუწყოს ხელი.

მხარეებმა განიხილეს აჭარაში სპორტული ტურიზმის განვითარების პერსპექტივები.

უნგრელმა დიპლომატმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ევროატლანტიკური კურსისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა