ზუგდიდის მერის პირველმა მოადგილემ ბოტანიკურ ბაღში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა

ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში მიმდინარე სამუშაოები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გიგა ფარულავამ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენელთან ერთად დაათვალიერა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, ამ ეტაპზე მიმდინარეობს სასეირნო ბილიკებისა და განათების მოწყობა, ჩატარდა მთავარი სასახლის არქეოლოგიური გათხრები.

„პროექტი, რომელიც ისტორიული პარკების ევროპული ქსელის მოწვეული ექსპერტების რეკომენდაციების საფუძველზე შემუშავდა, ითვალისწინებს ბაღის ტერიტორიაზე არსებული შენობების რეაბილიტაციას, წყალმომარაგების სისტემების, არსებული ხელოვნური ტბის წყალმომარაგებისა და სათავე ნაგებობის მოწყობას.

აშენდება საზოგადოებრივი საპირფარეშოები. შესასვლელში მოეწყობა სალაროსთვის და დაცვისთვის განკუთვნილი ჯიხურები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

პროექტს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტი და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო ახორციელებენ.

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია შემოდგომაზე დასრულდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო