ამბროლაურის მერია - ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს

სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს მუნიციპალიტეტის მერთან-ზვიად მხეიძესთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან - ასლან საგანელიძესთან ერთად ადგილზე გაეცნო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს ადგილობრივი მთავრობის წევრებმა ჭელიაღელე-თლუღი-ხოტევის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.

პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება -1 410 398 ლარს შეადგენს და მისი დასრულება 2020 წელს იგეგმება. სოფლებთან დამაკავშირებელი გზების მოწესრიგება მუნიციპალიტეტის ძირითადი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება.

მიმდინარეობს სოფელ კრიხის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის სახელშეკრულებო თანხა 475 710 ლარს შეადგენს.

დასრულების ფაზაშია ქ.ამბროლაურში, გურგენიძის ქუჩის ასფალტირების მეორე რიგის სამუშაოებიც, რომელიც ტურისტულად მიმზიდველ ადგილამდე მიდის და

აღნიშნული მონაკვეთის რეაბილიტაციის შედეგად, დამთვალიერებლები ე.წ. ,,სიყვარულის ჩანჩქერთან“ განახლებული გზით მივლენ.

ასევე, დასრულების ფაზაშია სოფ.ჭელიაღელეში სპორტული მოედნის მოწყობა.

სპორტის განვითარება და ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობა მუნიციპალიტეტის პრიორიტეტებს შორისაა და ამ მიმართულებით მასშტაბური სამუშაოები ხორციელდება.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს