აჭარის მთავრობა - აჭარაში ყველაზე მასშტაბური ინვესტიის განხორციელება დაიწყო

ქობულეთში აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, კომპანია „გრინ რეზორთისა“ და „ელ & ერ“ კომპანის წარმომადგენლებმა ერთობლივად ჩაუყარეს საფუძველი მრავალმილიონიან ტურისტულ-რეკრეაციულ კომპლექსს „მწვანე ქალაქი“, რომელიც 180 ჰექტარ ტერიტორიაზე უნდა გაშენდეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის მთავრობიდან აცნობეს, დღესვე ამავე პროექტის ფარგლებში ხელი მოეწერა მემორანდუმს, ევროპაში ერთერთი ყველაზე დიდი გოლფის მოედნის მოწყობის შესახებ.

მათივე ცნობით, საძირკვლის ჩაყრის ცერემონიალს კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად ადგილობრივი მთავრობის წევრები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

„ჩვენ ძალიან აქტიურად ვაგრძელებთ საინვესტიციო პროექტების განხორციელებას. კერძო სექტორი არის მაქსიმალურად აქტიური. დღეს ქობულეთში ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია, მწვანე ქალაქის განხორციელების: დაიწყო როგორც წინასამშენებლო სამუშაოები, ასევე მივიღეთ გადაწყვეტილება გავაფართოვოთ ინვესტიციები და პრაქტიკულად, ეს იქნება რეგიონში ყველაზე დიდი გოლფის ინფრასტრუქტურა. სწორედ ამიტომ, ხელი მოვაწერეთ კიდევ ერთ დამატებით შეთანხმებას და გარდა მწვანე ქალაქისა, აქ იქნება 27 ლუმკიანი გოლფის მოედანი, რომელსაც ევროპაში ბევრი ანალოგი არ ექნება“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

„მულტიფუნქციური მწვანე ქალაქის მშენებლობისას და ოპერირებისას დასაქმებული იქნება 500 ადამიანი. პროექტი გოლფის მოედნის, საფეხბურთო მოედნების, საჩოგბურთო კორტების, საცურაო აუზების, გასართობი და რეკრეაციული ზონების მოწყობას ითვალისწინებს. გაკეთდება საპარკინგე ადგილი 500 ავტომობილისთვის და ვერტმფრენის დასაფრენი.

აჭარის ისტორიაში ეს პროექტი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და უპრეცედენტოა, რომელიც სრულად დაფინანსდება ევროპული კაპიტალით და ევროპული ინვესტიციით. მულტიფუნქციურ მწვანე ქალაქში გოლფის მოედნის გარდა გათვალისწინებულია ფიფას სტანდარტების საფეხბურთო მოედანი, საჩოგბურთო კორტები, საცურაო აუზები, რეკრეაციული ზონები. ამასთან, აშენდება 250-ნომრიანი მაღალი კლასის სასტუმრო, საკონფერენციო დარბაზებითა და დასასვენებელი ინფრასტრუქტურით, რომელსაც საერთაშორისო ბრენდი მართავს.

ნახევარ მილიარდიანი ინვესტიცია, ყველაზე მასშტაბური პროექტია, რაც კი ოდესმე განხორციელებულა აჭარაში, რეგიონის ტურისტულ ინფრასტრუქტურაში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა