გოგი წულაია - მადლობა სუს-ს, რომ მისმენენ და ამით მაინც იგებენ, რა პრობლემებია ქუთაისში

პარტია „თავისუფალი საქართველო" ქუთაისში გაუმართავ საგზაო ინფრასტრუქტურას აპროტესტებს. პარტიის იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარის, გოგი წულაიას განცხადებით, პუშკინის ქუჩაზე, სადაც ტურისტების 90% მოძრაობს, გზა გადათხრილია.

წულაიას თქმით, მას შემდეგ, რაც ბრიფინგი დაანონსა, მერიამ მუშები გაუშვა და სამუშაოები წვიმაში დაიწყო.

„მადლობა სუს-ს, რომ მისმენენ და ამით მაინც იგებენ, რა პრობლემებია ქალაქში. ქალაქის მერი სულ მივლინებებშია და გიორგი ჭიღვარიას ამერიკაში და ინგლისში არავინ უთხრა, რომ გზებია დაზიანებული. ჩვენ რაც ბრიფინგი დავაანონსეთ, სასწრაფოდ, წვიმაში გამოიყვანეს მუშები და დაიწყო ქვაფენილის დაგება, კარგია ასე თუ მაინც აკეთებენ", - განაცხადა გოგი წულაიამ.

მან სიმბოლურად გზის დაგებაში თავად მიიღო მონაწილება.

ადგილზე იმყოფებოდა მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი ბექა ყურაშვილი. მისი თქმით, არ იცოდა გოგი წულაიას ბრიფინგის შესახებ და სამუშაოები დაგეგმილი იყო. კითხვაზე, რატომ გახდა წვიმაში გზის დაგება აუცილებელი, პასუხობს, რომ ეს გეგმური სამუშაოა და წვიმა პრობლემას არ ქმნის.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს