ფოთში, საქალაქთაშორისო რეისებზე მომუშავე მიკროავტობუსების მძღოლები გაიფიცნენ

ფოთში, საქალაქთაშორისო რეისებზე მომუშავე მიკროავტობუსების მძღოლები გაიფიცნენ. მათი თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება მათ ავტოსადგურის რეაბილიტაციას სთხოვს, მათ კი აღნიშნული ფართი იჯარით აქვთ აღებული და თანხას ტერიტორიის მეპატრონეს უხდიან.

შეკრებილები აცხადებენ, რომ ავტოსადგურის შენობა და ტერიტორია მეპატრონემ უნდა მოაწესრიგოს.

„ჩვენთან მერიის ზედამხედველობის სამსახურიდან მოვიდნენ, გვითხრეს გაარემონტეთ ეს შენობა, წინააღმდეგ შემთხვევაში დაგაჯარიმებთო. თუ არ შეასრულებთ მოთხოვნას, ისეთ მდგომარეობაში აღმოჩნდებით, რომ ბოლოს ქუჩაში დარჩებითო. ეს ტერიტორია ჩვენი არ არის, ერთწლიანი ვადით დავიქირავეთ. თუ ჩვენი ხარჯებით გავარემონტებთ, სად არის იმის გარანტია, რომ აქედან არ გაგვიშებენ. ამ საკითხზე გვქონდა შეხვედრა ქალაქის მერთან, ის დახმარებას დაგვპირდა. პირველ რიცხვამდე უნდა გადმოეცათ ჩვენთვის ალტერნატიული ფართი, რაც არ მოხდა,“- განუცხადა ჟურნალისტებს ავტოსადგურის დირექტორმა დათო შონიამ.

ფოთის მერიაში აცხადებენ, რომ მეპატრონესა და მოიჯარეს შორის ხელშეკრულების თანახმად, ავტოსადგურის მოწესრიგება სწორედ დამქირავებელს ეკისრება.

„დამქირავებელს ხელშეკრულებით აქვს ვალდებულება ავტოსადგურის მოვლა-პატრონობაზე. ხედავთ, რომ ობიექტს მოვლა-პატრონობის არაფერი ეტყობა. ჯარიმა გამოიწერა შენობის იერსახის გამოსწორებაზე და ტერიტორიის მოუვლელობაზე. ეს არის მინიმალური ჯარიმა 250 ლარი. სასამართლომ ისინი არ დააჯარიმა, მაგრამ გაფრთხილება მისცა, რომ ეს სიტუაცია უნდა გამოასწორონ“, - განაცხადა არქიტექტურის სივრცითი მოწყობისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, თენგიზ შონიამ.

სამარშუტო ტაქსების მძღოლები ალტერნატიულ ფართს ითხოვენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა