ზესტაფონში ინფრასტრუქტურული პროექტები მაჟორიტარმა დეპუტატმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა ერთდროულად რამდენიმე მისამართზე მიმდინარეობს. რეაბილიტაცია უტარდება როგორც როგორც სოფლის, ასევე ქალაქის გზებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მაჟორიტარმა დეპუტატმა შალვა კიკნაველიძემ, ზესტაფონის მერის მოადგილემ, დავით მაღრაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ, ვახტანგ ღამბაშიძემ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს.

მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, საავტომობილო გზების რეაბილიტაცია წმინდა ბარბარეს და ჩანტლაძის ქუჩებზე ხორციელდება. რეაბილიტაციის ფარგლებში, გზის ზედაპირი ბეტონის საფარით მოეწყობა. მოწესრიგდება სანიაღვრე სისტემა და საყრდენი კედელი. ინფრასტრუქტურული პროექტების ფინანსურ უზრუვნელყოფას, რეგიონული განვითარების ფონდი ახორციელებს. ჩანტლაძის ქუჩის კეთილმოწყობად 122071 ლარი, ხოლო წმინდა ბარბარეს ქუჩის რეაბილიტაციაზე 122281 ლარი დაიხარჯება. საავტომობილო გზების კეთილმოწყობის სამუშაოებს, მუნიციპალიტეტის დაკვეთით შპს „საპოვნელა +“ ასრულებს.

„ზესტაფონში საავტომობილო გზების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. ბოლო პერიოდის განმავლობაში ამ მიმართულებით, არაერთი მასშტაბური პროექტი განვახორციელეთ. ჩვენი მიმართულება და მიზანიც ის არის, რომ არცერთი ქუჩა არ დარჩეს რეაბილიტაციის გარეშე“, - განაცხადა ზესტაფონის მაჟორიტარმა დეპუტატმა შალვა კიკნაველიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო