მაშველებმა რაჭაში ტურისტების ჯგუფი გადაარჩინეს

მაშველებმა რაჭაში ტურისტების ჯგუფი - ნორვეგიის 7 და საქართველოს 2 მოქალაქე გადაარჩინეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ "112"-ში შესული ინფორმაციის თანახმად, ონში, სოფელ გლოლასთან, ქვის მასისა და ხეების ჩამოშლის შედეგად, გზის სავალი ნაწილი ჩაიხერგა, რის გამოც უცხოელი ტურისტების ჯგუფი გზის მეორე მხარეს ჩარჩა და გადაადგილების გაგრძელებას ვერ ახერხებდა. შეტყობინების მიღებისთანავე, დასახმარებლად ადგილზე გავიდნენ რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მთავარი სამმართველოს მაშველები. რამდენიმე საათიანი მუშაობის შემდეგ, მაშველებმა ნორვეგიის 7 და საქართველოს 2 მოქალაქე უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს.

მეორე მხარეს ამ დრომდე, საკუთარი სურვილით, მაშველების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 2 პიროვნება და 2 ავტომანქანა, რომლითაც ტურისტები გადაადგილდებოდნენ. მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხეს აღარ ემუქრება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებთან ერთად, ადგილზე მობილიზებულია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკა.

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, გზის გაწმენდითი სამუშაობები ამ დრომდე ვერ ხერხდება. გაწმენდითი სამუშაოები ამინდის გაუმჯობესებისთანავე დაიწყება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა