ფოთში, საქალაქთაშორისო რეისებზე მომუშავე მიკროავტობუსების მძღოლებმა მუშაობა განაახლეს

ფოთში, საქალაქთაშორისო რეისებზე მომუშავე მიკროავტობუსების მძღოლებმა მუშაობა განაახლეს. ავტოსადგურის დირექტორის დათო შონიას თქმით, ხელისუფლება მათ ალტერნატიული ფართის გამოყოფას დაჰპირდა. მისივე თქმით, თუ აღნიშნულ ტერიტორიაზე დარჩებიან, მიმდინარე წლის იანვრის თვემდე არ დაჯარიმდებიან.

„ხელისუფლება დაგვპირდა, რომ ახალ წლამდე გამოგვიყოფს ალტერნატიულ ტერიტორიას . დაგვპირდნენ იმასაც , რომ თუ აქ დავრჩებით , მიმდინარე წლის იანვრამდე არ დავჯარიმდებით,“- განაცხადა დათო შონიამ.

შეგახსენებთ, რომ დღეს ფოთში, საქალაქთაშორისო რეისებზე მომუშავე მიკრო ავტობუსების მძღოლები გაიფიცნენ. მათი განცხადებით, ადგილობრივი ხელისუფლება მათ ავტოსადგურის რეაბილიტაციას სთხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაჯარიმდებიან. როგორც ისინი ამბობენ, აღნიშნული ფართი იჯარით აქვთ აღებული. შეკრებილები აცხადებდნენ, რომ ავტოსადგურის შენობის და ტერიტორიის მოწესრიგება მეპატრონეს ევალება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა