სალომე სამადაშვილი - 20 ივნისის მოვლენების გამოძიების და პასუხისმგებლობის აღების ნაცვლად, ხელისუფლება ცდილობს ეს ოპოზიციის დევნისთვის გამოიყენოს

„როდესაც ივანიშვილი თანამდებობიდან არ აყენებს გიორგი გახარიას და პოლიტიკური ოპოზიციის დევნას აგრძელებს, ეს არის მისი განაცხადი, რომ არ აპირებს ხელისუფლების დათმობას,“ - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა საგამოძიებო უწყების მიერ ოპოზიციის წარმომადგენლების გამოკითხვაზე დაბარებას. სამადაშვილის შეფასებით, ივანიშვილი ცდილობს, რომ 2020 წლის არჩევნებისთვის პოლიტიკური ველი მოასუფთავოს.

„20 ივნისის ღამის მოვლენების გამოძიების და პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღების ნაცვლად, ხელისუფლება ცდილობს ეს მოვლენები პოლიტიკური ოპოზიციის დევნისთვის გამოიყენოს, რათა შემდეგი არჩევნებისთვის მოასუფთავოს პოლიტიკური ველი კონკურენციისგან. ივანიშვილი ცდილობს, ახალი სისტემით შეინარჩუნოს ქვეყანაში ძალაუფლება. როდესაც ის თანამდებობიდან არ აყენებს გახარიას და აგრძელებს პოლიტიკური ოპოზიციის დევნას, ეს არის მისი განაცხადი - „მე არ ვაპირებ ხელისუფლების დათმობას ამ ქვეყანაში“, - განაცხადა სამადაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა