ფოთში, „გრინვეი საქართველოს“ საზაფხულო კამპანიის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა

ფოთში სს „გრინვეი საქართველო“- ს საზაფხულო კამპანიის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა. სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსი ლევან წულაია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები „გრინვეი საქართველოს” ფოთის ტექნიკური ინსპექტირების ცენტრს ესტუმრნენ და დაათვალიერეს.

ისინი გაეცნენ სამუშაო პროცესს და საქართველოს ავტოინდუსტრიაში მიმდინარე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმა, ავტომობილების სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირების მიმდინარეობა შეაფასეს.

სს „გრინვეი საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ებიტაშვილმა ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებს ზაფხულის კამპანიის ფარგლებში გამოცხადებული სტაჟირების პროგრამა გააცნო. მისი თქმით, სს „გრინვეი საქართველო“ მოსახლეობას 16 ადგილობრივ მუნიციპალიტეტში ორთვიან სტაჟირების პროგრამას სთავაზობს. მისივე ინფორმაციით, პროგრამაში ჩართული სტაჟიორები ტექნიკური ინსპექტირების სერვის ცენტრებში გაივლიან ორთვიან უფასო სტაჟირებას.

„ინტენსიური გადამზადების ფარგლებში სტაჟიორები შეისწავლიან ინსპექტირების ძირითად სტანდარტებსა და პრინციპებს. ასევე, მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას ტექნიკური ინსპექტირების დარგში მოქმედი კანონმდებლობისა და რეგულაციების შესახებ,“- განაცხადა ვახტანგ ებიტაშვილმა.

ადგილობრივი ხელისუფლების შეფასებით, მსგავსი ცენტრების გახსნა ადგილობრივების დასაქმებას უწყობს ხელს, რაც მათივე თქმით, მნიშვნელოვანია.

„აღნიშნული სერვის ცენტრი მიმდინარე წლის თებერვალში გაიხსნა. აქ დასაქმებული არიან ადგილობრივები. 4 ათასამდე ავტომანქანამ უკვე გაიარა ტექნიკური ინსპექტირება. ჩვენ აქტიურად ჩავერთვებით კომპანიის მიერ განხორციელებულ აქტივობებში. ვიცით, რომ დაგეგმილია უფასო სტაჟირების პროგრამის განხორციელება, რასაც ხელს შევუწყობთ და რა თქმა უნდა, კვალიფიციური კადრებით უზრუნველვყოფთ,“- განაცხადა ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ.

სს „გრინვეი საქართველო“ ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების ყველაზე დიდი ქსელია საქართველოში. კომპანიის 10 სერვის ცენტრი თბილისშია განთავსებული, 16 კი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. ამასთან, ისეთი ტერიტორიული ერთეულებისთვის, სადაც ტექნიკური ინსპექტირების მუდმივი ცენტრები არ არის, კომპანია გადასატან ტექინსპექტირების სადგურებს ფლობს.

კომპანიამ დარგის განვითარებაში უკვე განახორციელა 53 მლ ინვესტიცია და შექმნა 370 სამუშაო ადგილი. სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში კი სს „გრინვეი საქართველო” ფლობს ორ სერვის ცენტრს ქ. ფოთში და ქ. ხობში. რეგიონში განხორციელებულმა ინვესტიციამ შეადგინა დაახლოებით სამი მილიონი ლარი და შეიქმნა 11 ახალი სამუშაო ადგილი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა