მარნეულის ყოფილი მერი - 100-ზე მეტი მოწმეა დაკითხული, არც ერთი მოწმე არ საუბრობს, რომ თემურ აბაზოვს რამე ჰქონდეს გაკეთებული

რუსთავის საქალაქო სასამართლოში, მარნეულის ყოფილი მერის თემურ აბაზოვის საქმეზე მორიგი სხდომა ჩატარდა. დღევანდელ პროცესზე სასამართლომ ბრალდების მხარის მოწმე დაკითხა.

„დღეს დაკითხულმა ბრალდების მოწმემ ცალსახად დაუდასტურა სასამართლოს, რომ 2018 წლის მაისის თვეში, ის შეესწრო ინცინდენტს, როდესაც ალახვერდიევი დაემუქრა მარნეულის მერს თემურ აბაზოვს, ნახე მალე რა მოგივაო. მართალია, ბრალდების მხარე შეეცადა თავის სასარგებლო კალაპოტში მოექცია მოწმის ჩვენება, თუმცა არც ერთი მოწმე არ საუბრობს თემურ აბაზოვის წინააღმდეგ“ , - განაცხადა აბაზოვის ადვოკატმა მერაბ ჩიქოვანმა.

თავად თემურ აბაზოვი თავს დამნაშავედ არ სცნობს და აცხადებს, რომ დღემდე დაკითხული მოწმეებიდან არავინ ამბობს, რომ მან რაიმე სახის დანაშაული ჩაიდინა ელჩინ ალახვერდიევის მიმართ.

,,100-ზე მეტი მოწმეა დაკითხული, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ არც ერთ მოწმე, ელჩინ ალახვერდიევის გარდა, არ აცხადებს, რომ თემურ აბაზოვს რამე ქონდეს გაკეთებული ან მსგავს ფაქტში ჰქონდეს მიღებული მონაწილეობა“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში აბაზოვმა.

თემურ აბაზოვი პროკურატურამ შარშან, 13 ივნისს დააკავა. მას მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში მცხოვრები ელჩინ ალახვერდიევის მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა ედება ბრალად.

რუსთავის სასამართლომ, 7 თვიანი პატიმრობის შემდეგ, აბაზოვი პატიმრობიდან გირაოს გადახდის შემდეგ, გასული წლის 13 დეკემბერს გაათავისუფლა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო