მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან. ძლიერმა სეტყვამ და ქარმა გუშინ საღამოს, მარნეულის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის მოსახლეობას საცხოვრებელი სახლების სახურავები და სასათბურე მეურნეობები დაუზიანა, ადგილობრივებს მთლიანად გაუნადგურდა ბოსტნეული, ხეხილის ბაღები და ვენახები.

მარნეულში ძლიერი სეტყვის შედეგად დაზიანებული სახლების დროებით გადახურვის მიზნით, ადგილობრივმა თვითმმართველობამ მოსახლეობა დილითვე უზრუნველყო სპეციალური ტენტებით, რომელიც დღის განმავლობაში ყველა დაზარალებულს დაურიგდება.

სტიქიისგან დაზარალებულ ოჯახებს დღეს მარნეულის მერი ზაურ დარგალი, ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე ზვიად ჭუნაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ნავერიანი, საქართველოს პარლამენტში მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატები თამაზ ნავერიანი, რუსლან გაჯიევი შეხვდნენ და ადგილზე შექმნილ სიტუაციას გაეცნენ.

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ადგილობრივ მოსახლეობას დახმარება აღუთქვეს. ამ დრომდე, საგანგებო რეჟიმში მუშაობენ მარნეულის მერიის სამსახურები, სტიქიისგან მიყენებულ ზარალს კი სპეციალური კომისია სწავლობს. ძლიერმა სეტყვამ და ქარმა, სოფელ იმირის, წითელსოფელის, ხიხანის, მარადისისა და საიმერლოს მოსახლეობას მიაყენა ზარალი.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა