კასპის მუნიციპალიტეტში გზების კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

კასპის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები გრძელდება.

კასპის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქალაქ კასპში ამჟამად ბორჯომის ქუჩიდან ე.წ. “ნატბეურა“- ს გავლით, პაატას ქუჩის გადაკვეთამდე გზის მოასფალტების სამუშაოები მიმდინარეობს.

აღნიშნულ სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს “გზები და კეთილმოწყობა“ ასრულებს. გზის მონაკვეთის სიგრძე 1 863 გრძივი მეტრია.

პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება, რომლის ღირებულება 1 652 390 ლარია.

“მნიშვნელოვანია, რომ გზაზე ასფალტის საფარი პირველად მოეწყობა და პროექტის დასრულების შემდეგ მოსახლეობა გადაადგილებას კომფორტული და უსაფრთხო გზით შეძლებს“ - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა მანუჩარ მერებაშვილმა.

გზის სამუშაოებზე ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა