ზუგდიდში საინფორმაციო კამპანია - „მილიონი შენს ხელშია“ დაიწყო

პირველად ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სამოქალაქო ბიუჯეტის ფორმირება დაიწყო. ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, დღეს ქალაქის ცენტრალურ ბულვარში საინფორმაციო კამპანია, „მილიონი შენს ხელშია“ გაიმართა.

სამოქალაქო ბიუჯეტის ფორმირების საინფორმაციო კამპანიაში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია, მოადგილესთან კონსტანტინე კაკავასთან, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად ჩაერთო.

„2020 წლიდან ზუგდიდში მცხოვრებ მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა თავიანთი შეხედულებისამებრ, თავიანთი პრიორიტეტებიდან გამომდინარე, დაგეგმონ საკუთარი უბნის კეთილმოწყობისთვის ბიუჯეტი. ზუგდიდში ხუთი ადმინისტრაციული ერთეულია, თითო ადმინისტრაციულ ერთეულს ექნება 200 000 ლარის დაგეგმვის შესაძლებლობა და პრიორიტეტებსაც თავად განსაზღვრავს“, - აღნიშნა გიორგი შენგელიამ მედიასთან საუბარში.

პროექტის წარმოდგენის უფლება აქვს საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელიც რეგისტრირებულია ან/და ფაქტობრივად ცხოვრობს ქალაქ ზუგდიდის ტერიტორიაზე.

პროექტი ხორცილედება, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, განვითარების თანამშრომლობის პროგრამისა და სოლლიდარობის ფონდი PL საქართველოს ხელშეწყობით.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა