აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა  ლევან მაკალათიამ, სასწრაფო სამედიცინო დახმარების  შენობა  გახსნა

აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან მაკალათიამ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, აბაშისა და მარტვილის მაჟორიტარ დეპუტატთან ოთარ დანელიასთან, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან ალექანდრე მოწერილიასთან და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორთან ავთანდილ თალაკვაძესთან ერთად „საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის" ოფისი გახსნა.

„აბაშის მუნიციპალიტეტს დღეიდან თანამედროვე ტიპის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი შენობა ექნება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქისთვის. მადლობას ვუხდი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტის უფროსს, ავთანდილ თალაკვაძეს პროექტის მხარდაჭერისა და განხორციელებისთვის“,-აღნიშნა ლევან მაკალათიამ.

აბაშის მუნიციპალიტეტის ცნობით, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის" თანამედროვე ტიპის ოფისი თავისუფლების ქუჩაზე, კორპორაცია „ევექსის“ მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდა. შენობა განთავსებულია 185 კვ.მ. ფართობზე.

„ოფისში პერსონალის სამუშაო, მოსასვენებელი და ტექნიკური ოთახებია გამოყოფილი.

ადმინისტრაციული ფართი აღჭურვილია საყოფაცხოვრებო და კომპიუტერული ინვენტარით. შენობის გარეთ, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ავტოპარკის განსათავსებლად სპეციალური სივრცეა მოწყობილი. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 234 189 ლარით დაფინანსდა. სამუშაოები შეასრულა შ.პ.ს. „თ.ბ-კაპიტალმა“. აბაშის მუნიციპალიტეტს აქამდე არ გააჩნდა სპეციალიზებული სასწრაფო სამედიცინო ცენტრის ოფისი, 40-მდე თანამშრომელი კორპორაცია „ევექსის“ ჰოსპიტალის შენობაში მუშაობდა. ამიერიდან, მოსახლეობის სამედიცინო მომსახურება თანამედროვე მოთხოვნათა გათვალისწინებით განხორციელდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა